მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მეექვსე კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა კლასში არჩილ სულაკაურის მოთხრობაში - „ბიჭი და ძაღლი“ გადმოცემული ამბის წინა ვითარების ამსახველი ეპიზოდი წარადგინეს. ისაუბრეს თემაზე „მურა ნაგაზის თავგადასავალი ბიჭთან შეხვედრამდე“. მათვე შეცვალეს მოთხრობის დასასრული და თხრობა განაგრძეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ უდიდესი მონდომებით იმუშავეს, ძალიან საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს, ტექსტის გარშემო იმსჯელეს და დაამუშავეს. მოსწავლეებმა შემოქმედებითი წერის უნარიც გამოავლინეს.
„ნამუშევრები იყო მრავალფეროვანი. ჩანდა მოსწავლეთა შემოქმედებითი და ფანტაზიის უნარები, მათ შეძლეს შეექმნათ საინტერესო ეპიზოდები. მოსწავლეთა პრეზენტაციები, კლასში არსებული თვალსაჩინოებები, გეგმები თავების მიხედვით, პერსონაჟის რუკა, ტექსტის შესაბამისი ნახატები იყო საინტერესო და შინაარსიანი“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია