| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ხიბლაშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მას ლეპტოპი საჩუქრად საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ის მოტივირებული, მიზანდასახული, ნიჭიერი და წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეა.
კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საგანმანათლებლო რესურცენტრის ორგანიზებით გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი - ავთანდილ გულიკაშვილი, კახეთის მხარის რწმუნებულთან - გიორგი ალადაშვილთან, მაჟორიტარ დეპუტატთან - დავით სონღულაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე - ალექსი გილაშვილთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან - ლელა ფანოზიშვილთან ერთად დაესწრო. მათ კუთვნილი კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს პირადად გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს