სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული დამოკიდებულობა, ნდობა, სიყვარული“ -ლია რამიშვილი, შუასურების სკოლის პედაგოგი
26-11-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის მასწავლებელი ლია რამიშვილი მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს. ის ზრუნავს, რომ წარმატებული და ღირსეული თაობა აღიზარდოს. 

„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული დამოკიდებულობა, ნდობა და სიყვარული“,- ამბობს პედაგოგი და სწორედ ამ სტყვებით ხელმძღვანელობს. 

მან საკუთარი აზრი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით etaloni.ge-ს გაუზიარა.

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთდახმარების სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლე არის აღიარებული, დაფასებული. ასევე, გათვალისწინებულია  მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებები და საჭიროებები, სწავლა-სწავლების პროცესში თანაბრადაა ჩართული მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეგობრული დამოკიდებულობა, ნდობა  და სიყვარული.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისინი ჩემგან გადაცემულ ცოდნას იყენებენ მიზანმიმართულად, აღწევენ წარმატებებს კონკურსებში, საგნობრივ, ოლიმპიადებსა და სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში, ჩემი აბიტურიენტები ხდებიან სტუდენტები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთთანამშრომლობას,  ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა საინტერესო გაკვეთილები მივაწოდო მოსწავლეებს და თანამედროვე სიახლეები დავნერგო სწავლა-სწავლებაში, გავითვალისწინო აღსაზრდელთა ინტერესები და ვუპასუხო ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვასაც ყველა მოსწავლეს ვურჩევ არის ჯემალ ქარჩხაძის „იგი“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა და მიხაროდა სააახალწლო ღონისძიება.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება