მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უანარების განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია, შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება.
სკოლის I-XII კლასის მოსწავლეებმა, ტრადიციულად, მშობლებთან, პედაგოგებთან და დირექციასთან ერთად, დიდი პატივითა და ულამაზესი ცერემონიალით გააცილეს - „ოქროსფერი შემოდგომა“.
მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნებასა და სიუხვეს ხოტბა შეასხეს და კახური შემოდგომის ხიბლი განსაკუთრებულად აღნიშნეს.
„მართლაც სხვანაირი შემოდგომა იცის კახეთში. რაღაცნაირი ბარაქიანი, განსაკუთრებული, ულამაზესი, მადლიანი.
ტევა არ იყო გოდრებში ჩაყრილი ოქროსფერი ყურძნის, ვაშლის, კომშის და ბროწეულით სავსე კალათების, ნივრის და ხახვის გალების, სიმინდისა და ბატი-ბუტის ტაროების. იქვე თუხთუხებდა ქვაბით თათარა, იყო ხალხაზე გაკიდული ჩურჩხელები, იყო სიმღერები და ლექსები, იყო ბედნიერება და სიხარული“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
„მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის! ბედნიერი და მშვიდობიანი წელი ჩვენს ოჯახებს და მთელ საქართველოს!“,-დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.