მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის ბრძანებით დამტკიცდა 2025 წლის საგამოცდო პროგრამები. აღსანიშნავია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი და შემცირებული შარშანდელ პროგრამასთან შედარებით.
უფრო კონკრეტულად: 2025 წლის პროგრამაში გვხდება სულხან საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“: ლეონის თავგადასავალი, მაშინ, როცა შარშან აბიტურიენტებს მოეთხოვებოდათ სცოდნოდათ: „სიბრძნე-სიცრუისა“, მემკვიდრის აღზრდის ამბავი; ლეონის თავგადასავალი. იგავ-არაკები: „მეფე ხორასნისა“, „ძუნწი და ვაჭარი“, „უგუნური მცურავი“, „სამნი ბრმანი“, „მეფუნდუკე და დიდვაჭარი“.
ცვლილება შეეხო დავით გურამიშვილის შემოქმედებასაც - წელს დარჩენილია დავითიანი - ქართლის ჭირი, ხოლო 2024 წელს მოცემული იყო: „დავითიანი“: „სწავლა მოსწავლეთა“, „ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავი“, „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“, „ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთად შეორგულება“, „საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“, „დავით გურამისშვილის ლეკთაგან დატყოება“, „ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარა ნახა, ამისი მოთქმა დავითისაგან“, „ტყვეობითგან გაპარვა დავითისა“, „შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში“, „დავით გურამისშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი“.
აღარ გვხვდება ალექსანდრე ჭავჭავაძის „გოგჩა“, ხოლო გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებიდან დარჩენილია მხოლოდ „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში “(შარშან იყო ლექსები: „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, „საღამო გამოსალმებისა“, „პასუხი შვილთა“).
რაც შეეხება ნიკოლოზ ბარათაშვილს, მისი შემოქმედებიდან შარშან აბიტურიენტები აბარებდნენ შემდეგ ნაწარმოებებს: „არ უკიჟინო, სატრფოო...“, „მერანი“, „ცისა ფერს“, „ფიქრნი მტკვრის პირას“, „შემოღამება მთაწმინდაზე“, „ხმა იდუმალი“, „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“; პოემა „ბედი ქართლისა“, ხოლო წელს დატოვებულია: „მერანი“, „ფიქრნი მტკვრის პირას“, „შემოღამება მთაწმინდაზედ“, პოემა „ბედი ქართლისა“.
შემცირებულია წარმოდგენილი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაც: - „ბედნიერი ერი“, „პასუხის პასუხი“, „ჩემო კალამო“; „განდეგილი“, „აჩრდილი“ - VII თავი; „კაცია-ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“, „ოთარაანთ ქვრივი“, „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ - ამ ჩამონათვალიდან დარჩენილია მხოლოდ: „კაცია-ადამიანი?!“, “მგზავრის წერილები“, “ოთარაანთ ქვრივი“ „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“.
აღარ გვხვდება აკაკი წერეთლის „აღმართ-აღმართ“, „სულიკო“, „ქებათა ქება (სხვებმა
სვან ღვინო...)“; მისი შემოქმედებიდან დარჩენილია „თორნიკე ერისთავი“, „გამზრდელი“, „განთიადი“.
ვაჟა ფშაველას რაც შეეხება, აბიტურიენტებს მოუწევთ იცოდნენ: „ჩემი ვედრება“, „კაი ყმა“, „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ მასპინძელი“, მოთხრობა; ხოლო „რამ შემქმნა ადამიანად“, „იას უთხარით ტურფასა“, „ბახტრიონი“, „ამოდის, ნათდება“; პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ამოღებულია.
გალაკტიონის ტაბიძის შემოქმედებიდან დარჩენილია - „ქებათა ქება ნიკორწმინდას“, „თოვლი“, „მე და ღამე“, „მთაწმინდის მთვარე“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „შერიგება“ და აღარ გვხვდება „მშობლიური ეფემერა“.
აღარ გვხვდება პაოლო იაშვილის „პოეზია“, ხოლო ლეონიძის ორი ლექსიდან „ნინოწმინდის ღამე“, „ყივჩაღის პაემანი“, დარჩენილია მხოლოდ უკანასკნელი.
ანა კალანდაძის „მკვდართა მზე ვარ“ კი შეცვლილია ლექსით „ვაჟაო, დილის მზის სხივო...“
ასევე აღარ გვხვდება პოლკარბე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ბედნიერი ერი“, ყვარყვარე თუთაბერი“, „გოგჩა“... ეროვნულების პროგრამიდან ამოღებულია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
„მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა დედის დღისადმი და ფერადი შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“
ბავშვები ასევე თავად ჩაერთნენ თათარას მომზადებასა და ჩურჩხელების ამოვლებაში
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე