მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგები ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ.
ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას საკუთარი მიღწევებით ხშირად ანებივრებენ.
ამჯერად, პედაგოგ ნანა ბენდელიანის სადამრიგებლო - მე-6ა კლასის მოსწავლეების გუნდი - „მომავლის მბრძანებელი“ მარიამ ბრაგაძის, ნუგზარ სარალიძის, სესილი სვანიძის, მიქაელ მარგველაშვილისა (კაპიტანი) და გუგა ქაშაკაშვილის შემადგენლობით, „ინტელექტიადა 2024-ის" შემოდგომის სეზონში მონაწილეობდა.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და საპრიზო მე-3 ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ კონკურსში 58 ნაკრები მონაწილეობდა.
„ვულოცავთ მოსწავლეებს და წარმატებებს ვუსურვებთ“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.