TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

დაბა მესტიის N3 სკოლის მოსწავლეებმა საყვარელი წიგნის პრეზენტაცია გამართეს  
26-11-2024
-
+


დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას და ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივებას. 

ამჯერად, სვანეთის მუზეუმთან და მესტიის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პრეზენტაციები გამართეს. 

პრეზენტატორებმა: ანა ნაკანმა, სალომე ხერგიანმა და მარიამ ჯინჭარაძემ, დამწრე აუდიტორიას მათთვის საყვარელი წიგნების შესახებ უამბეს, საინტერესო სლაიდებით ლიტერატურის ვიზუალიზაციაც მოახერხეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

„ჩვენმა საოცარმა ბავშვებმა ულამაზესი, ამაღელვებელი დღე გვაჩუქეს. წარადგინეს მათთვის ერთ-ერთი საყვარელი წიგნი და გვამოგზაურეს სულ სხვა სამყაროში. ეს იყო დაუვიწყარი ემოციების ზღვა ძალიან დიდი მადლობა მესტიის ბიბლიოთეკას ამ ძალიან საჭირო და საუკეთესო პროექტის ორგანიზებისათვის და ახალგაზრდებში წიგნიერების გავრცელებასა და წახალისებისთვის. ვისურვებდით, რომ უფრო მეტი მოზარდი იყოს ჩართული ამ ძალიან კარგ საქმეში და ძალიან ბევრმა ბავშვმა შეიყვაროს წიგნი... მადლობა თამარ შუკვანს“, - ასე აფასებენ სკოლაში მოსწავლეთა პრეზენტაციას და მადლობას უხდიან პროექტის ორგანიზატორს. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება