მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ელენე ფარჯიანსა და დავით ხაჭვანს პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 22 ნოემბერს გაიმართა.
სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას კი მოსწავლეთა წხალისებისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას, მერ დავით კარგარეთელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურსა და ქალაქ გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.