სიახლეები
სკოლები

„მე ფშავლის ქალი“ - დიდი ჯიხაიშის N1 სკოლაში პოეზიის საღამოზე ქართველ პოეტს უმასპინძლეს
27-11-2024
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

ნოემბრის ერთი დღე, წარმატებული და დაუვიწყარი იყო დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო (შერწყმული ყაზბეგის უბნის) სკოლის (V-VI-VII-VIII-IX-ბ კლასების) მოსწავლეებისათვის.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო რუხაძის ხელმძღვანელობით მოეწყო პოეზიის საღამო - „მე ფშავლის ქალი“. ღონისძიებაზე მიწვეული იყო პოეტი ნინო უძილაური.

„მოლოდინი, ღელვა, სიხარული, უამრავი ყვავილი -  ყველაფერი ერთად იყო წუთისოფლის თავისუფალი ხედვით გამორჩეული, საოცარი შინაგანი გულწრფელობით დაჯილდოებული პოეტის -  ნინო უძილაურის დასახვედრად“,- გვიყვებიან სკოლაში და და მწერლის აღსაწერად რევაზ მიშველაძის სიტყვებს იშველიებენ. 

პოეტებად იბადებიან და ასე რჩებიან სიცოცხლის ბოლომდე. ნინო უძილაური დაბადებით პოეტია!“, - წერს საქართველოს სახალხო მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი რევაზ მიშველაძე.

მოსწავლეებმა წაიკითხეს  ლექსები სამშობლოზე, სიყვარულზე. შესრულდა ნინო უძილაურის ლექსზე შექმნილი სიმღერები, რომლის მუსიკა დაწერა ამავე სკოლის მუსიკის მასწავლებელმა - ჟულიეტა ლეჯავამ.

„პოეზიის საღამოზე მოსწავლეებმა, მშობლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ნინო უძილაური ყველას ერთად შეგვიძღვა ქართული ლექსის დიდ ტაძარში, სადაც ერთი ღონიერი სანთელი დაანთო. საინტერესო და ძალიან თბილი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა პოეტსა და მოსწავლეებს შორის მოსწავლეები აღფრთოვანებულები იყვნენ პოეტის წაკითხული ლექსებით. ქ-ნ ნინოს ლექსებმა ოპტიმიზმით და სიყვარულით აავსო მოსწავლეები, მშობლები მასწავლებლები ქალაქ სამტრედიის რესურსცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

„ლექსი ისე არის, როგორც სულის სარკე,

სიტყვებს მარგალიტად როცა გადაკვანძავ“.

ნინო უძილაური სიყვარულის პოეტია, რომელიც პოეზიაში კინძავს მარგალიტებს ,რათა საკუთარი სიტყვა თქვას ქართული უახლესი პოეზიის ისტორიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ პოეტის სტუმრობა. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება