მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მარავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს.
სკოლაში შემოდგომას გრანდიოზული ზეიმი - „ამას ჩვენი დალოცვილი შემოდგომა ჰქვია“ მიეძღვნა. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის პერსონალი და მშობლები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო ბუნების სიმდიდრესა და სილამაზეზე პატივის მიგება, წლის ამ სეზონის თავისებურებების წარმოჩენა და იმ სიხარულის გაზიარება, რომელიც მოაქვს შემოდგომას.
სკოლის დირექციამ ღონისძიება დადებითად შეაფასა და მადლობა გადაუხადა მის ორგანიზატორებს.
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების სულისჩამდგმელს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს - მაია ფევაძეს ასეთი დასამახსოვრებელი დღის ორგანიზებისათვის. ასევე მადლობას უხდის სკოლის ბიბლიოთეკასა და ესთეტიკის კათედრას გაწეული შრომისთვის - ნინო თევთიძეს, ნათია გორგაძესა და ქეთევან მახარაძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.