სიახლეები
სკოლები

პირველი სვირის საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ ვიქტორინა გამართა
27-11-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ერუდირებულ ახალგაზრდებს ზრდიან. 

ახლახან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ პედაგოგების - ივეტა ხიდაშელის, ნინო კაპანაძისა და თამარ ჭულუხაძის ხელმძღვანელობით, ვიქტორინა ჩაატარა.

ინტელექტუალურ თამაშში VII, VIII, IX, X და XI კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ვიქტორინის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, შეძენილი უნარ-ჩვევების გამოვლენა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

„ეს აქტივობა მოსწავლეებს განუვითარებს ლოგიკურ, სწრაფ აზროვნებასა და გუნდური მუშაობის უნარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში, 

ჟიურის წევრები იყვნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები - იზა ღიბრაძე და მზექალა ღიბრაძე, რომლებმაც გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი და გამარჯვებული გუნდის კაპიტანი.

სკოლის დირექტორმა იზა ღიბრაძემ, გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვა.

საბუნებისმეტყველო საგნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს V კლასის მოსწავლეებმა, მათთვის ძალიან საინტერესო და ემოციებით დატვირთული იყო ვიქტორინაზე დასწრება და  გამოთქვეს სურვილი  სამომავლოდ მათაც მიიღონ მონაწილეობა. 

„მადლობა, ორგანიზატორებს და მოსწავლეებს აქტიურობისათვის“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება