მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და მიდგომებს მიმართავენ და ბავშვებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ახლახან, მე-2 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში, ფულის ერთეულები სახალისო აქტივობით შეისწავლეს. პედაგოგმა შესთავაზა მოსწავლეებს შემოქმედებითი დავალება. აქტივობა სათამაშოების ყიდვა-გაყიდვას მოიცავდა და გულისხმობდა სათამაშოების შეძენას 100 ლარის ოდენობის სხვადასხვა კუპიურებითა და მონეტებით.
ბავშვებმა წინასწარ იცოდნენ რამდენ ლარს დახარჯავდნენ და რამდენი ნივთი უნდა ეყიდათ. მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი.
დავალება მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.