მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან. ისინი ბავშვებს გარდა საგნობრივი ცოდნისა, კაცთმოყვარეობას, შემწყნარებლობას ასწავლიან.
შესაბამისად, სკოლაში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მიიწვიეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიკა დვალი. მან აღნიშნული თემა საინტერესოდ წარადგინა მოსწავლეებთან.
„ქალბატონ მარიკასთან ერთად ვისაუბრეთ ტოლერანტობის არსზე, რომ ტოლერანტობა ღირსეული ადამიანების აქტიური პოზიციაა, ყურადღება გამახვილდა საზოგადოების დამოკიდებულებაზე განსხვავებული ადამიანების მიმართ, კლიშეებსა და სტიგმაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა სკოლაში წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, შემდეგ კი განიხილეს როგორც აღნიშნავენ, ყველაზე კეთილი წიგნი ჰარპერ ლის „ნუ მომკლავ ჯაფარას“.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.