სიახლეები
სკოლები

ჩაქვის N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა სასკოლო გაზეთი - „მომავალი თაობა“ გამოსცეს
27-11-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგამომცემლო-სარედაქციო საქმის საფუძვლებს დაეუფლნენ. 

IV კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის - ნონოლეტა ბერიძის ხელმძღვანელობით ერთჯერადი სასკოლო გაზეთი - „მომავალი თაობა“ გამოსცეს, რომელიც საქართველოში მასწავლებლის დღის აღნიშვნას მიეძღვნა.

გაზეთი სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში აიწყო და დაკაბადონდა სკოლის საინფორმაციო მენეჯერის რომან ჯაფარიძის დახმარებით.

გაზეთში დაბეჭდილია ინფორმაციები თუ როგორ აღნიშნავენ მასწავლებლის დღეს სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველოში და განსაკუთრებით ჩვენს სკოლაში. მოსწავლეებმა ინტერვიუ აიღეს სკოლის ახალარჩეულ დირექტორთან - გიული დავითაძესთან და სხვებთან.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები კმაყოფილნი არიან მათივე ილუსტრირებული ოთხგვერდიანი გაზეთის გამოცემით, რომელიც სკოლის საზოგადოება ინტერესით გაეცნო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება