TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

განათლების მინისტრობის კანდიდატი განმარტავს, რატომ ამოიღეს ქართულის საგამოცდო პროგრამიდან გარკვეული ნაწარმოებები და მწერლები
27-11-2024
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე წულაძე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან გარკვეული ნაწარმოებებისა და მწერლების ამოღების გადაწყვეტილებას განმარტავს.

მისი თქმით, გამოცდებზე მოხვდება მხოლოდ ის ნაწარმოები, რომელიც სასწავლო პროგრამებში სავალდებულოა, აღნიშნული ნაწარმოებები კი სასწავლო პროგრამაში არასავალდებულოა.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატს აქვს ინიციატივა, რომ ქართული ლიტერატურის საგამოცდო მასალებიდან ამოღებული ნაწარმოებები ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით სავალდებულო გახდეს.  „არ მინდა აუდიტორიას დავპირდე, რომ აუცილებლად შევიტანთ, იქიდან გამომდინარე, რომ რა იყოს სასწავლო ან საგამოცდო პროგრამაში, ექსპერტთა ჯგუფი წყვეტს. ექსპერტთა ჯგუფის მიერ რაიმეს შეთანხმების შემდეგ ამ საკითხების ფართო განხილვა და დისკუსია ხდება. დიდი სურვილი მაქვს და იმედია, შევძლებთ, მაგრამ ამ საკითხის დამოუკიდებელი ექსპერტები წყვეტენ“.

წულაძის თქმით, „სწავლის პროცესში არაფერი შეცვლილა და ყველა ავტორს და ნაწარმოებს ისევე ასწავლიან, როგორც აქამდე“.

ქართულის საგამოცდო პროგრამა შემცირებულია, ნახეთ რომელი ნაწარმოებებია ამოღებული

„სოციალურ ქსელში თუ მედიაში, სამწუხაროდ, მოვისმინე განცხადება, რომ ამოიღეს, აღარ ასწავლიან. ეს არის ან მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა, ან ცრუ განგაში, რომლის დანერგვაც საზოგადოებაში თავად მოტყუებულმა ადამიანებმა განაპირობეს. ეს არის ცრუ განგაში იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებს, რომელთაც წელსაც მოუწევთ ეროვნულ გამოცდებზე გასვლა, უკვე ნასწავლი აქვთ ეს ყველაფერი, გავლილი აქვთ.

ყველა საგანზე გვაქვს სავალდებულო და არასავალდებულო ნაწილი და განათლების სამინისტროში უკმაყოფილება იყო, რომ რაც სავალდებულოა, გამოცდებზე იმის მიღმა საკითხები რატომ ხვდებოდათ. ახლა საუბარია 7-8 ნაწარმოებზე, ასეთი არასავალდებულო ლიტერატურა სინამდვილეში გაცილებით მეტი იყო.

მსოფლიოში ასეა, რომ ყველა ნაწარმოებს, რისი სურვილიც გვაქვს, რომ სკოლებში ისწავლებოდეს, სავალდებულოს ვერ გახდი. ეს მეთოდოლოგიური თვალსაზრისით არასწორია. ვერავინ, ვერსად ვერ სწევს იმას, რისი სურვილიც სისტემას, განათლების სამინისტროს ან მასწავლებლებს აქვთ. ამიტომაა, რომ სასწავლო პროცესში [მასალა] იყოფა სავალდებულო და არასავალდებულო ნაწილად. გამოცდებზე მოხვდება მხოლოდ ის ნაწარმოები, რომელიც სავალდებულოდაა სასწავლი.

რაც შეეხება კონკრეტულად ნაწარმოებებს, რომელიც სახელდება მედიაში - რამდენიმე თვის წინ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები შევცვალეთ პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში და მასში გავაძლიერეთ ეროვნული, პატრიოტული ღირებულებები და ფასეულობები. ამიტომ 2025 წელს დავამტკიცებთ ახალ საგნობრივ სტანდარტებს. ჩემი და ჩვენი გუნდის ინიციატივაა, რომ ახალ საგნობრივ სტანდარტებში, რომელიც ეროვნული მიზნებიდან ამოვა, ის ნაწარმოებები დაემატოს, დაემატოს სავალდებულოდ სასწავლ ნაწილს.

ერთი ის, რომ ვინც წელს აბარებს, ნასწავლი აქვთ; მომავალ წლებშიც, თუ ასეა, რომ არასავალდებულო ნაწილი მოსწავლეებმა არ გაიარონ იმის გამო, რომ გამოცდაზე არ შეხვდებათ, სავალდებულო ნაწილი გახდება და ეს პრობლემაც აღმოიფხვრება“,- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ოთხი მწერალი, რომლის შემოქმედებაც საგამოცდო პროგრამაში აღარ არის - ეროვნულები 2025


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება