მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონისა" და izrune.ge-ს დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს შორის ურეთიერთთანამშრომლობითი შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრაზე განიხილეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული ხედვა – „ეროვნული, რეგიონული და გლობალური მშვიდობისათვის“.
როგორც გოჩა ტყეშელაშვილმა აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს ეს ფორმულა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფისა და წარმატებული განვითარებისთვის. მისი განხორციებისთვის მხოლოდ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცე ჩართულობაა საჭირო“.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მრავალწლიან ურთიერთობას, რომელიც სსუ-სა და „ეტალონს" შორის ჩამოყალიბდა.
როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნა, ამ ურთიერთობის განმტკიცების შედეგად თანამშრომლობა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადადის, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ერთიანობის განმტკიცებაში“, - აღნიშნულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.