| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ.
ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ ახალგაზრდები სხვადასხვა თემატურ აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. ახლახან, ახალქალაქში, მინი-ფეხბურთში სასკოლო ოლიმპიადის ფინალური ტური ჩატარდა. რასაკვირველია, მასში კორხის საჯარო სკოლის გუნდიც ჩაერთო.
შეჯიბრში პირველი ადგილი სწორედ კორხის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. სკოლაში ამ მიღწევით ხარობენ და მოსწავლეებს ულოცავენ.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს