მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N166 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მე-11ა კლასში მედიაწიგნიერების არსზე ისაუბრეს, რასაც რამდენიმე გაკვეთილი დაეთმო. როგორც მასწავლებელი ნანა რუხაიას გვიყვება, კლასში მიზანად დაისახეს, რომ პროექტზე - „სილამაზის კანონები“ ემუშავათ. აღსანიშნავია, რომ ეს სათაური მათი სახელმძღვანელოს პირველ თავს მოიცავს და მეტად აქტუალურადაც მიიჩნიეს.
მოსწავლეებმა დამატებითი ტექსტობრივი მასალა მოიძიეს, ლექსიკური ერთეულები შეისწავლეს და მოსწავლეებმა - ლიზი კობალავამ, გიორგი თევზაძემ, მანანა ხომასურიძემ საკუთარი ანიმაციები შექმნეს.
კლასი ორ ჯგუფად იყო დაყოფილი. თითოეულმა თავიანთ შედგენილ ტექსტებში თინეიჯერებისა და მოზრდილებისთვის ახლადმოძიებული ინფორმაცია დაიტანა.
„მათ უნდა დაეხარისხებინათ ინფორმაცია ასკობრივი ჯგუფების მიხედვით, მოეყვანათ არგუმენტები, რამაც კლაში დისკუსია გამოიწვია. აქ ჩაერთო მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, პრეზენტაციისა უნარი, თანამშრომლობითი უნარები. როგორც ვიცით, მედიაწიგნიერება ინფორმაციაზე კონტროლს გულისხმობს. მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების მიდგომები ფართოდ იქნას გამოყენებული სწავლების პროცესში და სასურველია, ის ჩვენს სასწავლო სილაბუსებშიც შევიტანოთ“,- წერს მასწავლებელი ნანა რუხაია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.