მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N166 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან, მათ სახელზე არაერთი წარმატებაა.
ახლახან, მე-2ბ კლასის მოსწავლე ტაისია არველაძემ წარმოაჩინა შესაძლებლობები და „ასოციაცია-ბიოს“ კონკურსში გაიმარჯვა. მე-2 კლასელის მასწავლებელი ლიკა ჩაჩუა გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს.
22 ნოემბერს, „ასოციაცია-ბიოს“ დამფუძნებელმა, გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორმა, მოსწავლეთა კონკურსების ორგანიზატორმა - ხათუნა გოგალაძემ დააჯილდოვა კონკურსებში - „მე ვეუფლები მეცნიერებას“ და „შექმენი სანიშნე“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გამარჯვებული მოსწავლეები. დაჯილდოება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა.
გამარჯვებულთა შორის იყო ტაისია არველაძე, რომელსაც წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატი საზეიმოდ გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსები ტარდება მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში - პროექტ - „აღნიშნე ეკოკალენდრის დღეები” ფარგლებში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია