მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ხელოვნების სიყვარულს შთააგონებენ. თეატრალური ხელოვნება კი გულგრილს არავის ტოვებს.
საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მე-6 – მე-12 კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები 22 ნოემბერს დაესწრნენ ზუგდიდის თეატრში სპეკტაკლს - „სამანიშვილის დედინაცვალი“.
მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის ტრაგიკომიკური ნაწარმოები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ნაწარმოები მოგვითხრობს, ფეოდალური კარჩაკეტილი ცხოვრებიდან კაპიტალიზმში გადასვლის მტკივნეულ პროცესებსა და ეპოქალური ცვლილებებით გამოწვეულ სოციალურ სიდუხჭირეზე. ქვრივი აზნაური სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს, რაც მისი ვაჟისთვის თავზარდამცემი სიახლე აღმოჩდება. პლატონი იძულებული ხდება მამას საცოლე თვითონ შეურჩიოს, რომ თავიდან აიცილოს ახალი მემკვიდრის დაბადება.
დიდ სცენაზე გაცოცხლებული სიუჟეტი მოსწავლეებმა გატაცებით ნახეს და ემოციებით დატვირთულნი, კმაყოფილები დაბრუნდნენ სკოლაში.
„მადლობა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის დასს - ზურაბ ანთელავას, დავით ჩოგოვაძეს, სალომე ბუღაძეს, მარინა დარასელიასა და გოგი გუგუჩიას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც