მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქართულის საგამოცდო პროგრამიდან რიგი მწერლების ნაწარმოებები ამოღებულია, ოფიციალურმა მხარემ არაერთი განმარტება გააკეთა: განათლების სამინისტრომ განაცხადა, საგამოცდო პროგრამიდან კი ამოვიღეთ, მაგრამ სასწავლო გეგმაში დარჩაო. თავად მინისტრმა, უფრო სწორად მინისტრობის კანდიდატმა - ალექსანდრე წულაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს ნაწარმოებები სავალდებულო ისედაც არ იყოო, მოგვიანებით კი პრემიერმა კობახიძემ სატელევიზიო ეთერში აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად მოსწავლეთა სურვილი დაედო, რადგან გამოცდაზე არასავალდებულო ნაწარმოებების ცოდნა მოეთხოვებოდათო.
ოთხი მწერალი, რომლის შემოქმედებაც საგამოცდო პროგრამაში აღარ არის - ეროვნულები 2025
„არის ჩამონათვალი ლიტერატურის და ისტორიის მონაკვეთების რომლებიც არ შედიოდა აქამდეც სავალდებულო პროგრამაში.
რატომ არ შედიოდა, ამ საკითხს შეგვიძლია ცალკე დავუბრუნდეთ. იყო მოთხოვნა მოსწავლეების მხრიდან, საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა ისეთი თემები, რომლებიც სავალდებულო პროგრამით არ იყო გათვალისწინებული - რაც არის ჯანსაღი მოთხოვნა; შენ თუ არ გევალებოდა სკოლაში რაიმეს სწავლა, შემდეგ გამოცდაზე ამის ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ. გავითვალისწინეთ მოსწავლეთა მოთხოვნა და საგამოცდო პროგრამაში აღარ იქნა შეტანილი არასავალდებულო საკითხები და მათ შორის აღმოჩნდა ეს კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებები.
ქართულის საგამოცდო პროგრამა შემცირებულია, ნახეთ რომელი ნაწარმოებებია ამოღებული
გადავავლე თვალი ლიტერატურის ჩამონათვალს, რომელიც არ შედის სავალდებულო პროგრამაში და ეს არის უბრალოდ გამაოგნებელი. ეს ნაწარმოებები უბრალოდ არ შეიძლება არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში...
ეს არის ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც, რაღაც პრობლემა იყო ამ 12 წლის განმავლობაში და არ არის სათანადოდ მოვლილი. ამაზე ზრუნვა დაწყებული გვაქვს. გამაოგნებელია ეროვნული სასწავლო გეგმის კონკრეტული მიმართულებები. რატომ ხდებოდა გარკვეული საგნების უკანა პლანზე გადაწევა, საკითხების ამოღება... ეს პროცესები დაიწყო დაახლოებით 20 წლის წინ და სისტემურად ხდებოდა ისეთი ნაწარმოებების ამოღება, რომელიც აღვივებს მოსწავლეებში პატრიოტულ სულისკვეთებას. ჩვენ დავამტკიცეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ეროვნულის ასწავლო გეგმა, სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები... სახელმძღვანელოებში კი აქცენტი გაკეთდება საქართველოს ისტორიის და ლიტერატურის ბევრად უფრო ღრმად შესწავლაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.