მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
8 ნოემბერს კი, სახელმწიფო ენის კათედრამ აღნიშნა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავი.
ღონისძიების თემა - „ილია - მოძღვარი ერის სულისა“, გახლდათ და მასში მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა საინტერესო აქტივობები:
1. ი.ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოძიებული ინფორმაციების პრეზენტაცია;
2. მხატვრული კითხვა.
მოსწავლეებმა დიდი ილიას შემოქმედება მხატვრულად „გააცოცხლეს“ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, მისი როლი ქართველი საზოგადოების მსფლმხედველობის ფორმირებაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.