სიახლეები
პიროვნება

„ჩემს მოსწავლეებში ვხედავ მომავლის იმედს“ - თამრიკო საჯაია, ტალერის საჯარო სკოლის პედაგოგი  
28-11-2024
-
+


თამრიკო საჯაია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლის მიზანია აღზარდოს კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი, კაცთმოყვარე და განათლებული თაობები, შთააგონოს მათ მთავარი ღერებულებები და ასწავლოს წიგნიერების ფასი, მისი ყველაზე დიდი მოტივაცია კი არის ის, რომ თავის მოსწავლეებში მომავლის იმედს ხედავს. 

 იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ თამრიკო საჯაიასთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებულ გარემოს, რასაც შეუძლია სასკოლო ცხოვრება გახადოს პოზიტიური.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- როცა მასწავლებელი და მოსწავლე ერთ ენაზე საუბრობს, ზუსტად იციან მოსწავლეებმა რა სურს და რას ითხოვს მასწავლებელი და პირიქით, მასწავლებელსაც ესმის მოსწავლის.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- გამორჩეულად აქტიურები არიან, შეუძლიათ იდეების გენერირება. მათში ვხედავ მომავლის იმედს.

-  სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი -  ეს რგოლი განაპირობებს სკოლის სიძლიერეს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მოსწავლეებთან შეხვედრის სიხარული. აღვზარდო კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი ადამიანი, რომელიც კაცთმოყვარე და განათლებულ მოქალაქედ აქცევთ მათ.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- წაიკითხონ ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, რომელიც ეხება მრავალეთიკურ პრობლემას.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ლიტერატურული საღამოები, სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება