მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზეინაბ ჯანჯღავა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც წიგნიერი და განათლებული ახალგაზრდების აღზრდაზე ზრუნავს, ენერგიას არ იშურებს მოსწავლეებში სწავლის ინტერესის გასაღვივებლად და ერთგულად, დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება პროფესიას.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ზეინაბ ჯანჯღავასთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებულ გარემოს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთგაგება, თანამშრომლობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არიან მეგობრულები, აქვთ აქტიური კომუნიკაცია ერთმანეთთან და მასწავლებლებთან.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- როცა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის არის მეგობრული დამოკიდებულება.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეებში სწავლის ინტერესის აღძვრა, რაც განათლებულ მოქალაქეებად აქცევთ მათ.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ღონისძიებები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ