მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინგა წულაია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც განათლების სადარაჯოზე დგას და პასუხისმგებლობით ეკიდება, საქმეს, რომელიც თავის პროფესიად აქცია, მისი მთავარი მიზანი კი სამშობლოსთვის წიგნიერი და განათლებული თაობების აღზრდაა.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ინგა წულაიასთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, მეგობრობა, ურთიერთგაგება.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან ძალიან პოზიტიურები, მეგობრულები, იუმორის მქონენი, თინეიჯერები, რომელთანაც ურთიერთობა კომფორტულია.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თანამშრომლობას, ურთიერთგაგებას, კომუნიკაციას, თითოეული წევრის ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეების ღიმილიანი სახის დანახვა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ნოდარ დუმბაძის რომანები და მოთხრობები.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ