მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან.
ამჯერად, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები - სალომე ბჟალავა, მარიამ ჩაჩიბაია და ნინო ნადარია გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილ პროექტში მონაწილეობდნენ.
ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტი შემდეგ აქტივობებს მოიცავდა:
1. დახატე გალაკტიონზე;
2. დაწერე გალაკტიონზე;
3. წაიკითხე გალაკტიონზე.
მის ფარგლებში, სალომე ბჟალავამ გალაკტიონის შემოქმედებაზე შესანიშნავი ნახატი შექმნა, მარიამ ჩაჩიბაია გალაკტიონის ლექსზე - „ქარი ჰქრის“ კალიგრაფიული ნაშრომი მოამზადა, ხოლო ნინო ნადარიამ „პოეტების მეფის“ ლექსი - „მზეო თიბათვისა“ მხატვრულად წაიკითხა.
„გალაკტიონ ტაბიძე – პლანეტის ნომერ პირველი პოეტი“… ასეთი ჩანაწერი გაუკეთებია ერთგან კონსტანტინე გამსახურდიას და ამ ფრაზით ყველაფერია ნათქვამი. მადლობა, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს აღნიშნული ღონისძიების მომზადებისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის თითოეულ მოსწავლეს, მიყვარხართ და გვეამაყებით, ბავშვებო“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.