მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აზა ჯოჯუა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით ეკიდება ყველაზე ღირებულ საქმეს - განათლებული თაობების აღზრდას. ზრუნავს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება წიგნიერების დიდ სამყაროში მოგზაურობას ჰგავდეს.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ აზა ჯოჯუასთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის უფლება-მოვალეობის დაცვას. თანამშრომლობაზე აგებულ ურთიერთობებს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, ნდობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან ტოლერანტები, მეგობრულები, მიმტევებლები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მაღალ პროფესიონალიზმს, წარმატებულ და ძლიერ სასკოლო გარემოს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ღონისძიებები, პოეზიის საღამოები და ექსკურსიები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ