მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს მუდმივად სთავაზობენ საინტერესო გაკვეთილებს და ზრუნავნე, რომ მათთვის სასკოლო ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი აქტიობებით გაჯერებული.
ამჯერად, სკოლის IV კლასში, საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „განათლება ძველად და ახლა“.
გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგების: ლალი იობაშვილისა და სპეცმასწავლებელის მაკა ყიფშიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეგოთ, როგორი იყო განათლების მიღების საშუალებები ძველად და როგორ ხდება თანამედროვე სამყაროში ადამიანის განვითარება და მათთვის ცოდნის გადაცემა.
როგორც სკოლაში აფასებენ, გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, კონსტრუქტივისტული პრინციპებიდან გამომდინარე, მასწავლებლებმა გამოიყენეს გონებრივი იერიშის მეთოდი, მოახდინეს მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება, გამოიყენეს დიფერენცირებული მიდგომები ისგ მოსარგებლე მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული ადაპტირებული რესურსები, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციის გაზრდას.
მოსწავლეებმა კი, შეძლეს განათლების და ცოდნის დაკავშირება ერთმანეთთან. გაიგეს თუ რაში გამოიყენებდნენ მიღებულ ცოდნას.
გაკვეთილის დასასრულს მასწავლებლებმა განმავითარებელი შეფასებით შეაფასეს მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.