მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსლან წულაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი სავსეა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილია ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავი. ეს გამორჩეული თარიღი სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
ღონისძიება - „ილია ჭავჭავაძე, როგორც ორატორი“ 8 ნოემბერს გაიმართა და მეტად შთამბეჭდავად წარიმართა.
ღონისძიება მიეძღვნა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას ილიას, როგორც ორატორის შესახებ.
ძირითადი აქცენტი გაკეთდა, ილია წინამძღვრიშვილის დაარსებული სკოლის გახსნაზე ილიას წარმოთქმულ სიტყვაზე. გამოსვლაზე, რომელიც საუკუნოდ დარჩა ქართველი ხალხის ცნობიერებაში.
მოსწავლეებმა ციტატების სახით წარმოთქვეს სიტყვები ამ გამოსვლიდან.
მხატვრული ორატორობით გააჟღერეს მისი ლექსები.
კიდევ ერთხელ აღნიშნეს, ილიას როლი და მნიშვნელოვნება, როგორც არა მხოლოდ მწერლისა და პოეტის, არამედ როგორც საზოგადო მოღვაწისა.
ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგებმა - ეკა ჩიჩუამ და თამილა ასკურავამ გაუწიეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.