მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მიდგომა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან სკოლაში განხორციელდა სასწავლო პროექტი მიკრობიოლოგიაში.
მოსწავლეებმა შეიწავლეს, რომ მიკროორგანიზმები ცოცხალი ორგანიზმების ყველაზე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ჯგუფია. XII კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის დახმარებით, მინის ჭურჭელში მიკროორგანიზმების გასამრავლებლად ხელსაყრელი პირობები შექმნეს და საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორიაში 1 თვის განმავლობაში მათზე დაკვირვებებს აწარმოებდნენ.
„ჭურჭლიდან აღებული სითხის სინჯში პროტისტების არაერთი წარმომადგენელი აღვწერეთ (ინფუზორიები, მწვანე ევგლენა, ქლამიდომონადა, ამება). დავაკვირდით თუ როგორ გადაადგილდებიან ისინი სითხეში და როგორ მიმდინარეობს მათი უჯრედის დაყოფის პროცესი“,- გვიყვება მოსწავლეთა ბიოლოგიის მასწავლებელი და დასძენს, რომ მიკროსამყაროს დათვალიერების შესაძლებლობა ეტაპობრივად ყველა მოსწავლეს მიეცემა.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.