მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანის სწავლის დაწყებას სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით ხვდებიან.
27 ნოემბერს, მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. პირველი საანბანო გაკვეთილი მოსწავლეებს ზეიმად ექცათ. მათ სასკოლო ცხოვრებაში ჩატარდა კიდევ ერთი ლამაზი და შთაბეჭდილებით სავსე ღონისძიება - „ა“ ასო-ბგერის პრეზენტაცია“.
ზეიმს ხელმძღვანელობდა პირველი კლასის დამრიგებელი კატია პოღოსიანი, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს, ასო-ბგერა „ა“, გაიცნეს, გამოწერეს.
ბავშვები ზეიმში გულმოდგინედ ჩაერთნენ, დამსწრე საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები.
სკოლის დირექტორმა - ნორაირ აკოპიანმა პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება მიულცა, მოსწავლეებს სწავლის მნიშვნელობა შეახსენა და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს და მონაწილეებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია