მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალისა და რეხის საჯარო სკოლებს აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავთ.
26 ნოემბერს აღნიშნულმა სკოლებმა ერთობლივი პროექტის პრეზენტაციის 1-ლი ნაწილი წარადგინეს, რომელიც რეხის საჯარო სკოლაში გაიმართა. პროექტის თემა იყო - „ჩემი სოფლის ტრადიციები და წეს-ჩვეულებები“.
პროექტს შემდეგი მიზნები ჰქონდა:
პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებს სოფლად არსებული ტრადიციული საქმიანობები, ხელსაქმე და მათი ცხოვრების წესების თავისებურებები უნდა აღეწერათ. მოსწავლეებმა თავიანთ თემში ინტერვიუების ჩაწერა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან დაიწყეს. მათ შეაგროვეს ფოტო-ვიდეო მასალები და ტექსტები.
ამჟამად, აშკალის სკოლამ პრეზენტაცია - „სომხური ტრადიციები აშკალის თემში“ წარადგინა და დამეგობრებული სკოლის ეთნიკურად ქართველ ბავშვებს შემდეგი ადათ-წესები გააცნეს:
„პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის ტრადიციების შენარჩუნებას როგორც რეხის, ისე აშკალის თემში და მათ პოპულარიზაციას. ეს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე მომავალი თაობებისთვის.
აშკალის საჯარო სკოლა და სკოლის მოსწავლეები მადლობას უხდიან რეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნინო ლომაშვილს, მასპინძლობისათვის“,- ვკითხულობთ პროექტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.