სიახლეები
სკოლები

ზედა კვირიკეს საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
29-11-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაზე ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს დიდი მწერლის ღვაწლი.

მოსწავლეებმა მაყურებელს შეახსენეს რაოდენ დიდი ამაგი აქვს მას ქართველი ერის წინაშე.

„მათ წაიკითხეს მისი ლექსები თუ გენიალური ნაწარმოებები, ილიას დამრიგებლური მოწოდებები, თუნდაც ის, რომ: „განათლება შეიძლება გქონდეს საშუალო, მაგრამ აღზრდა უნდა გქონდეს უმაღლესი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

„ილიას ღვაწლის გადმოცემას, რა თქმა უნდა, ერთი გაკვეთილი თუ ღონისძიება არ ეყოფა, იმდენად ბევრია სათქმელი, მაგრამ ბავშვები შეეცადნენ, ილიას სახელის უკვდავსაყოფად, თავისი სათქმელი მიეტანათ მსმენელამდე და პატივი მიეგოთ ჩვენი „უგვირგვინო მეფის“ - ილია ჭავჭავაძისთვის“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება