TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლები და დირექტორები 3 დეკემბრიდან, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ და პეტიციას ავრცელებენ
02-12-2024
-
+


საქართველოს  პედაგოგები და სკოლის დირექტორები 3 დეკემბრიდან, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან. განაცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებით დაცული იქნება სასკოლო საზოგადოების წევრების უსაფრთხოება და სასკოლო გარემო დარჩება საკანონმდებლო  ჩარჩოში.

საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლების განცხადება - „დღეს დუმილი დანაშაულია“

ხელმოსაწერი ბმული - https://shorturl.at/FIIqv

პეტიციციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

„მიმართვა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს

ჩვენ, საქართველოს  პედაგოგები და სკოლის დირექტორები, ვემსახურებით საქართველოს ახალგაზრდობის განათლებას ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად. გთავაზობთ ამონარიდს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტიდან „საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უმაღლესი ინტერესების შესაბამისად სკოლის მიმართ წაყენებული უმთავრესი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დაკვეთაა, რომ მან შექმნას ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, ინკლუზიაზე, კეთილგანწყობაზე, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და აქტივობაზე, ხელმისაწვდომობასა და კომუნიკაციის სათანადო კულტურაზე დაფუძნებული და ორიენტირებული გარემო.“ საქართველოს კონსტიტუციაზე, აღიარებულ დემოკრატიულ საგანმანათლებლო-პედაგოგიკურ პრინციპებსა და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაყრდნობით იქმნება ყველა ის მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მისაღწევად აუცილებელი ამოცანების გადაწყვეტას.

ვციტირებთ იგივე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ევროატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

ვინაიდან კონსტიტუციის განუხრელი დაცვა სახელმწიფო ორგანოების და საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა,  ვთვლი, რომ ვალდებულები  ვართ დავიცვათ ჩვენი  მოსწავლეეებისა   და ქვეყნის ვეროატლანტიკური მომავალი. 

საჯარო სკოლებში შექმნილი ვითარება თანდათან იძენს სახიფათო ხასიათს, რადგან ყოველდღიურად ჩვენი მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები ხედავენ თანამოქალაქეებზე ძალადობის ათასობით ფაქტს, რაც სასკოლო გარემოზეც ნეგატიურად აისახება. სამოქალაქო საზოგადოების მსგავსად, პოლარიზებულია სასკოლო საზოგადოებაც. სასწავლო პროცესის მშვიდად გაგრძელება შეუძლებელი ხდება ყოველდღიურად,  ყოველდღიურად ცარიელდება საკლასო ოთახებიც.

ამ ხელმოწერით ვადსტურებ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა არ უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს. გთხოვთ, 3 დეკემბრიდან, საქართველოს ყველა სკოლაში შეაჩეროთ სასწავლო პროცესი. ამით დაიცავთ სასკოლო საზოგადოების წევრების უსაფრთხოებას და შეძლებთ სასკოლო გარემო დარჩეს  საკანონმდებლო  ჩარჩოში.

p.s. ხელმოწერა საჯაროდ არ ჩანს. ნახავს მხოლოდ ხელმომწერი“, - აღნიშნულია ტექსტში.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება