სიახლეები
სკოლები

თბილისის N198 საჯარო სკოლამ შინაური ცხოველების საერთაშორისო დღეს კვირეული მიუძღვნა
02-12-2024
-
+


თბილისის N198 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შემეცნებით თავგადასავალს ჰგავს, მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს. 

„განსაკუთრებული კვირეული განსაკუთრებული ბავშვების თვალით!“- ასე აფასებენ სკოლაში შემეცნებითი აქტივობების სერიას, რომელიც შინაური ცხოველების დღეს მიეძღვნა. 

შინაური ცხოველების დღე მსოფლიოში 30 ნოემბერს აღინიშნება. ამ თვეში შინაური ცხოველების მფლობელები მთელ  მსოფლიოში აღნიშნავენ მათი შინაური ბინადრების დღეს. ეს განსაკუთრებული დღე ეძღვნება ჩვენს საყვარელ ბეწვიან, ბუმბულიან ან ქერცლიან მეგობრებს (შინაურ ცხოველებს, ფრინველებს და თევზებს) .

„დაიმახსოვრეთ, შინაური ცხოველების მსოფლიო დღის აღნიშვნის გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ შეინარჩუნოთ ურთიერთობა და მეგობრობა, რომელსაც უზიარებთ თქვენს შინაურ ცხოველებს. იქნება,  ეს კატა, ძაღლი, ჩიტი,  თუ სხვა შინაური ცხოველი... სიყვარულისა და მადლიერების ეს მარტივი ჟესტები გახდის ამ დღეს განსაკუთრებულს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი საყვარელი მეგობრებისთვის. იზეიმეთ სიხარული, რომელიც მათ მოაქვთ თქვენს  ცხოვრებაში და გახადეთ ეს დღე დაუვიწყარი თქვენი საყვარელი თანამგზავრებისთვის!” -  ეს იყო თბილისის №198 სკოლის სასკოლო საზოგადოების მიმართვა. 

შინაური ცხოველების საერთაშორისო დღეს სკოლამ კვირეული მიუძღვნა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლაში მრავალი საინტერესო პროექტი და აქტივობა განხორციელდა და რაც მთავარია, ყველა აქტივობაში ყველა სსსმ მოსწავლე იყო ჩართული, მოტივირებული - რაც სკოლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია!

დაწყებითი კლასის პედაგოგებმა განსაკუთრებით იაქტიურეს: პედაგოგ ჯუნა მჭედლიძის კლასმა ორიგინალური 3D  აკვარიუმი შექმნა. მაკა ხარატიშვილის კლასმა თევზები ფერადი ნატურალური მასალით მოხატა.

ძალიან პროდუქტიულად იმუშავეს ხელოვნების მასწავლებელმა - თათა თანდიაშვილმა და ბუნებისმეტყველებისპედაგოგმა ნინო ქურდაძემ.  

შრომის თერაპევტმა (ხათუნა მჟავანაძე) და ენისა და მეტყველების სპეციალისტმა (ლაურა ცნობილაძე) 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინეს ერთობლივი პროექტი, ლოზუნგით: „ჩვენი ურთიერთობა არის ჩვენი ერთობა“.

„ვინაიდან, თითქმის თხუთმეტი წელია, ჩვენს სკოლას ჰყავს უმშვენიერესი თევზები, რომლებიც ჩვენი დიდი ოჯახის წევრები არიან, მთავარი აქცენტი მათზე გაკეთდა.

მოსწავლეებმა, შრომის თერაპევტთან ერთად, სხვადასხვაგვარი მასალით შექმნეს: აკვარიუმი თევზებით, შინაური ფრინველები და ცხოველები, მათი ნიღბები და ა. შ.

შექმნილი მასალის გამოყენებით, ენისა და მეტყველების სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ბავშვები ახმოვანებდნენ ცხოველებსა და ფრინველებს, ჰყვებოდნენ მათ შესახებ მოთხრობებსა და ლექსებს. აგრეთვე, მოეწყო ვიქტორინა: „გამოიცანი ცხოველი“,- გვიყვებიან სკოლაში.

მსჯელობა წარიმართა ადამიანის ყოფაში შინაური ცხოველების არსებობის აუცილებლობაზე, მათ შორის სარგებელსა თუ უანგარო სიყვარულზე, მზრუნველობაზე, მეგობრობაზე, ერთგულებასა და ერთობაზე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება