მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
„ძალიან ფერადი იყო ოქროსფერ შემოდგომასთან გამოსამშვიდობებელი დღე ზინობიანის საჯარო სკოლაში“,- გვეუბნებიან სკოლაში სადაც წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა შემოდგომის მშვენიერებას ხოტბა შეასხეს და ლამაზი საზეიმო სანახაობა გამართეს.
„ჩვენმა საყვარელმა მოსწავლეებმა მეტად გვახალისეს ქართული სიმღერებითა და ცეკვებით. მასწავლებლების - თინათინ ტურაშვილისა და მანანა ზანდარაშვილის ხელმძღვანელობით I-IV კლასელებმა ბევრი სითბო და სიყვარული გვაჩუქეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ღონისძიებაში ჩართულ თითოეულ პედაგოგსა თუ მშობელს დახმარებისა და თანადგომისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია