მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც ცოდნასთან ერთად, მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას ემსახურება.
ახლახან, სკოლაში საშემოდგომო ზეიმი გაიმართა. ღონისძიების სამზადისში დიდი თუ პატარა- ყველა ენთუზიაზმით იყო ჩართული.
მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს, მრავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს თუ რაოდენ ბარაქიანია წელიწადის ეს ულამაზესი დრო საქართველოში.
„ეს დღე ზღვა ემოციებით სავსე იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. ერთად გავაკეთეთ ხინკალი, თათარა და ამოვავლეთ ჩურჩხელები. მოვაწყეთ საშემოდგომო გამოფენა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები გავცვალეთ დადებითი ემოციები და გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები“,- გვიყვებიან სკოლაში და მადლობას უხდიან ყველას, ვინც ღონისძიებაში იყო ჩართული.
„მადლობა გომაროს საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ თენგიზ გობაძეს გვერდში დგომისთვის და ამ დღის გალამაზებისთვის. ასევე, მადლობა თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს ძალისხმევისა და ჩართულობისთვის“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია