სიახლეები
სიახლეები

„როცა საჯარო მოხელეებს და პედაგოგებს უჭირთ წაკითხულის გააზრება, ეს უფრო დიდი პრობლემაა“ - კობახიძის ამ განცხადებას განათლების მინისტრი ეთანხმება
02-12-2024
-
+


„განათლების სისტემა არის უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს სასკოლო, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, „მნიშვნელოვანია სკოლების დეპოლიტიზება“.

გარდა განათლებისა, კობახიძემ ისაუბრა ეკონომიკაზე და შემდეგ კვლავ განათლების სისტემას დაუბრუნდა:

„ამ პროცესში რაც არის კარგი - სისტემა იწმინდება, სხვადასხვა კუთხით იწმინდება სისტემა და თვითწმენდის რეჟიმზეა პრაქტიკულად ეს სისტემა გადასული. რა თქმა უნდა, ეს პროცესიც ბოლომდე იქნება მიყვანილი.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხაზი უნდა გაესვას და რაც განათლებასთანაა დაკავშირებული, აშკარად გამოიკვეთა ის, რაც იკითხებოდა თავის დროზე PISA-ს ტესტებიდან - საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. მინდა, შევთავაზო ყველას, ვისაც წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება გაუჭირდა - აბსოლუტურად ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის. თუმცა, აქაც იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს“. 

საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლების განცხადება - „დღეს დუმილი დანაშაულია“

მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგზე, განათლების მინისტრი, ალექსანდრე წულაძეც დაეთანხმა პრემიერს და განაცხადა, რომ საზოგადოების ნაწილს, მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებების წაკითხულის შინაარსის გააზრება, ნებით ან უნებლიეთ, უჭირს.

„ვეთანხმები [პრემიერი განცხადებას]. ჩემი აზრიც არის, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილს, მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებების წაკითხულის შინაარსის გააზრება ან შეგნებულად, ან შეუგნებლად უჭირთ. მათი მხრიდან, ინფორმაცია, რომელსაც მმართველი ძალა ავრცელებს, ხშირად სწორად არაა აღქმული და ეს შეგნებულად ხდება, ნებით თუ უნებლიეთ, ზუსტად არ ვიცი“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება