მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადამიანი, რომელმაც ახალ წელსა და ნაძვის ხეს სულ სხვა ბრწყინვალება და სილამაზე შემატა, ქართველი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხმორში დაბადებული გრიგოლ (გიგო) კობახიძე გახლდათ.
ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის. მათ დანახვაზე კი ისიც უნდა გაგვახსენდეს, რომ ისინი ქართველის სახელს უკავშირდება.
ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ 1883 წელს, რაჭველი გლეხის, დავით კობახიძის ოჯახში დაბადებულმა ბიჭმა ძალიან დიდი გზა გაიარა, ამერიკაში დაფუძნდა და წარმატებული ბიზნესმენი იყო.
1919 წელს კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატში დიდი ქარხანა გახსნა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ The Coby Glass Products Company-მ, რომელიც 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა (სამედიცინო, ქიმიური, ლაბორატორიული, ფანჯრის მინები, ოთახის გასატიხრი მინები და ა.შ.), სახელი გაითქვა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე. სხვადასხვა მონაცემით, მისი კომპანიის წარმოების საქონელბრუნვა 1929 წელს 15 მილიონ დოლარს აღწევდა, წმინდა მოგება კი – 4 მილიონ დოლარს.
სანამ ნაძვის ხის ელექტრო ნათურები შეიქმნებოდა, მის განათებას სანთლებით ცდილობდნენ, რაც ხშირად ხანძარს იწვევდა. II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კი, ჯორჯ კობიმ თავის წარმოებაში სიახლე დანერგა. მან ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება დაიწყო. მან ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. Babel Lamps შექმნა, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. გარდა ამისა, ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელთაც „ორნამენტი“ უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა: „კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა“. აღსანიშნავია, რომ სათამაშოები კანადაშიც იგზავნებოდა და წარწერა ფრანგულადაც იყო დატანილი.
დღესაც, თუ „გუგლის“ საძიებო სისტემაში მის სახელს ჩაწერთ, ნახავთ, რომ სხვადასხვა საიტზე იყიდება ნაძვის ხის ვინტაჟური სათამაშოები, რომლებიც „კობის“ სათამაშოების სახელითაა ცნობილი. ზოგადად კი, ახალი წელი მსგავსი სათამაშოების გარეშე თითქოს არ დგება, რადგან ადამიანები საზეიმო განწყობას ნაძვის ხის მორთვითაც იქმნიან.
თუმცა, სანამ აქამდე მივიდოდა, მისი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. გრიგოლ (გიგო) კობახიძისთვის პირველი სამსახური ბორჯომის მინის ქარხანა იყო. შემდეგ, თბილისის, 1902 წელს კი ოდესის მინის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ. 1903 წლიდან მუშაობდა კრასნოდარის გუბერნიაში, დონბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში, რომელსაც ფრანგები ხელმძღვანელობდნენ. 1905-07 წლების რუსეთის პირველი რევოლუციის დროს ის დააპატიმრეს და გასახლებას უპირებდნენ.
შემდეგ უკვე, 1907 წელს, გრიგოლ კობახიძე, პოლონეთის გავლით, გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და გერმანელი სპეციალისტების დახმარებით შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო გახსნა, თუმცა 1908 წლის დასაწყისში ლონდონში გადავიდა და მინის ქარხანაში მუშად მოეწყო. მომდევნო წელს კი, მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. კობახიძე ამერიკაში თავიდან თავს პურის ცხობით ირჩენდა. მხოლოდ შემდეგ გახსნა მინის საწარმო და მსოფლიო მნიშვნელობის სახელი სამუდამოდ დაიმკვიდრა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2025 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის“
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობელთა მხარდაჭერა
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს