სიახლეები
სკოლები

დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებისა და წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ 
03-12-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში ახალისებენ, მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან არაფორმალური განათლების პროექტებში ხალისით მონაწილეობენ. 

ასოციაცია-ბიოსა“ და გამომცემლობა „ტრიასის“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში, რომელიც დაწყებითი 1-ელი-მე-6 კლასის მოსწავლეთათვის იყო განკუთვნილი, დაბა ლაითურის საჯარო სკოლის 12 მოსწავლეც მონაწილეობდა.

კონკურსის პირობები იყო შემდეგი: ხათუნა გოგალაძის სავარჯიშოების კრებულიდან (1-ელი-მე-6 კლასი) მოსწავლეს უნდა შეერჩია ერთი საინტერესო აქტივობა და ჩაეწერა ვიდეო, რომელიც უნდა აეტვირთა ჯგუფში - „ბუნება - დაწყებითი საფეხური, ხათუნა გოგალაძესთან ერთად“.

ვიდეოში, მოსწავლე ისაუბრებდა, რომელი აქტივობა იყო მისთვის საინტერესო და რატომ. ჩანაწერში უნდა ასახულიყო  შესრულებული ნამუშევრები ან შესრულების პროცესი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონკურსი ძალიან მოეწონათ ბავშვებს და ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შვიდი გამარჯვებული კონკურსანტიდან სამი დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეა.

მათ გადაეცათ გამარჯვებულის სერტიფიკატი, დანარჩენებს კი სერტიფიკატი მონაწილეობისთვის. ესენი არიან: 

1. ბარბარე გელაშვილი V კლასის  მოსწავლე-გამარჯვებული;

2. მაკრინე კუნჭულია VI კლასის  მოსწავლე-გამარჯვებული;

3. ანრი სირაძე VI კლასის  მოსწავლე-გამარჯვებული;

4. მარიამ ჭყონია V კლასის  მოსწავლე-მონაწილე;

5. მარიამ ჩაგანავა V კლასის  მოსწავლე-მონაწილე;

6. ანამარია მარგალიტაძე VI კლასის  მოსწავლე-მონაწილე;

7. ელენე სირაძე VI კლასის  მოსწავლე-მონაწილე;

8. ლილე ჭყონია IV კლასის  მოსწავლე-მონაწილე;

9. მარი ვაჭარაძე IV კლასის  მოსწავლე-მონაწილე;

10. ელენე ღიბრაძე IV კლასის  მოსწავლე-მონაწილე;

11. ანანო სირაძე IV კლასის  მოსწავლე-მონაწილე;

12. ლიზი გელაშვილი IV კლასის  მოსწავლე -მონაწილე.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, წარმატებას ჩვენს მოსწავლეებს და მადლობა მათ პედაგოგს - დალი კილაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება