სიახლეები
სკოლები

ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურულ კონკურსზე წარმატებით წარდგნენ
03-12-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსში შემართებით მონაწილეობენ. 

27 ნოემბერს, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი - „სიტყვიდან სიტყვამდე“, რომელიც აერთიანებდა ნოემბრის თვის პოეტების შემოქმედებას და  მოიცავდა სამ მიმართულებას:                                     

  • პოეზიის საღამო - ,,რომელი საათია?";
  •  ესეების კონკურსი; 
  • შექმენი ილუსტრაცია - გაამრავალფეროვნე სასკოლო სახელმძღვანელო.

აღსანიშნავია, რომ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობდა ნოქალაქევის საჯარო სკოლა.

პოეზიის საღამოზე IX კლასის მოსწავლე ანი ბესელია (პედაგოგი -  ნ. ხუხუნი), მაყურებლის წინაშე  წარდგა  გ. ტაბიძის ლექსით - „მთაწმინდის მთვარე“.

ილუსტრაციების კონკურსში მონაწილეობდა IX კლასის მოსწავლე გოგა ბაღათურია (პედაგოგი - ლ.კუპრეიშვილი), რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. 

ნოქალაქევის საჯარო სკოლა ულოცავს გოგა ბაღათურიას კონკურსში გამარჯვებას და მონაწილეებს უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

4 დღის განმავლობაში, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიმდინარეობდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება