მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდაზეც ზრუნავენ.
ახლახან, სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლეებმა თემატური დისკუსია გამართეს.
აქტივობების მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ცნობიერების ამაღლება გახლდათ. დისკუსიაზე განიხილეს, რომ ქალები სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი მთელ მსოფლიოში ხდებიან. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ეს პრობლემური საკითხია, რომელიც ხშირად დამალული რჩება. მათ, ასევე, პარარელი გაავლეს წარსულსა და აწყმოს შორის, მოძიებული ინტერნეტრესურსებით პრეზენტაცია გააკეთეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე სლაიდები წარადგინეს, რომლებზეც ძალადობის სახეები იყო დატანილი. გარდა ამისა, მათ ანიმაციებიც წარადგინეს.
მოსწავლეებმა, ძალადობის აღმოფხვრის საქმეში, სახელმწიფოს როლსა და იმ ორგანიზაციებზე ისაუბრეს, რომლებიც ქალთა უფლებებს იცავს. ამასთან ერთად, გაიხსენეს ქართველი გმირი ქალები, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში დიდი როლი შეასრულეს. დასასრულს, ბექა მურვანიძემ ზურაბ კუხიანიძის ლექსი - „კაცი? კაცი ოხერია, თქმა იციან ქალებმა“ მხატვრულად წაიკითხა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...
აუცილებელი პირობაა მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან - რომელ პედაგოგებს მიანიჭებს უპირატესობას მასწავლებლის სახლი
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის π-ის მნიშვნელობის, ისტორიისა და გამოყენების გაცნობა