| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IXა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.
მარიამ გაბრიაძემ, ელენე ჩაფიძემ, ალექსი ტყემალაძემ, თამარ ყიფიანმა (დამრიგებელი - ცირა კუბლაშვილი) მოამზადეს პრეზენტაცია, რომელიც განიხილავდა ძალადობის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, ამ პრობლემის გადაჭრაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობას. მათ აგრეთვე წარმოადგინეს ძალადობის მსხვერპლი ქალების რეალური, თანამედროვე მაგალითები.
ამავე კლასის მოსწავლეებმა - ანამარია საღარეიშვილმა და ნინო კაკუშაძემ კლასების მიხედვით წარადგინეს ინფორმაცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში მათი ჩართვის სურვილის გაღვივებას.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს