მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტში ცვლილება შევიდა, განისაზღვრა რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ პროფესიაში შესვლის მსურველი 2028 წლის პირველ სექტემბრამდე და შემდგომ. etaloni.ge გთავაზობთ დეტალურად იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და თავად განსაჯეთ გამარტივდა თუ გართულდა პროფესიაში შესვლა. აღსანიშნავია, რომ 2028 წლის სექტემბრიდან აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის დაწყება ნებისმიერი მიმართულების ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირისთვის
2028 წლის პირველ სექტემბრამდე აღმზრდელ-პედაგოგად პროფესიაში შესვლის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) ფლობდეს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/სფეროში/სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება და წარმატებით ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული;
ბ) ფლობდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის მე-5 საფეხურის პროფესიულ კვალიფიკაციას/უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას სკოლამდელ აღზრდაში;
გ) ფლობდეს პროფესიულ კვალიფიკაციას აღმზრდელის, სკოლამდელი აღზრდის ან პედაგოგიკის მიმართულებით, ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება და წარმატებით ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული“.
რა იცვლება 2028 წლის პირველი სექტემბრიდან? - დოკუმენტში ვკითხულობთ: „პირი აღმზრდელ-პედაგოგად პროფესიაში შესვლისთვის უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
ბ) ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ხელოვნების, ოკუპაციური თერაპიისა და ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით, ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 1-წლიანი გამოცდილება და წარმატებით ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.