მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ შავაძე მოსწავლეებს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლე-მასწავლებლებთან მეგობრული, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები. როგორც სკოლის ხელმძღვანელი ამბობს, ბავშვებისგან ბევრს სწავლობს, თავად კი მათთვის საჭირო რჩევებს არასდროს იშურებს.
etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი თენგიზ შავაძე პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- დადებითი ატმოსფეროს შექმნას სკოლაში, სადაც მოსწავლესაც და მასწავლებელსაც უხარია მისვლა.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არიან მეგობრულები და ყველა იმ უნარით დაჯილდოებულნი, რაც აუცილებელია სწავლა-განათლებისთვის.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- განათლებულ, პროფესიონალ და პასუხისმგებლიან პედაგოგებს და დირექტორს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეებთან ურთიერთობა, რადგან ისინი გვასწავლიან ბევრ საინტერესო რამეს.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- „ვეფხისტყაოსანი“, რადგან გვასწავლის ზოგადსაკაცობრიო იდეებს და თემებს.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნა, გრძელვადიანია და ცხოვრების საუკეთესო გაკვეთილია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ