სიახლეები
სიახლეები

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
03-12-2024
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სკოლების მოსწავლეების, მასწავლებელბისა და დირექტორების  გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე.

სამინისტროს განცახდებას უცვლელად გთავაზობთ:

„ვეხმიანებით სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ბულინგის კამპანიას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით მიმდინარეობს. ჩვენთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე და მოუწოდებენ დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაფიცვისკენ, აღვივებენ შუღლს ახალგაზრდებს შორის. მსგავსი ქმედება არღვევს არასრულწლოვანთა ზოგადი განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას და ქმნის ნიადაგს ძალადობრივი გარემოსთვის.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სკოლებში შეუფერხებლად წარიმართოს სასწავლო პროცესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლეებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა და დაცული იყოს თითოეული ბავშვის უსაფრთხოება, უფლებები და ინტერესები.
ჩვენთვის ყველა მოსწავლე თანაბრად მნიშვნელოვანია. მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა, ისევე, როგორც ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში.
ბავშვის უფლებათა დაცვის ფუძემდებლურ პრინციპს მისი საუკეთესო ინტერესის უპირატესად გათვალისწინება წარმოადგენს. აღნიშნული პრინციპი ყველა პირს ავალდებულებს, დაიცვას ბავშვის კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, მისი განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები. ჩვენი ვალდებულებაა, ბავშვებმა განათლება მიიღონ უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში, სადაც ისინი არ დაექვემდებარებიან რაიმე ფორმის ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
სწორედ ამიტომ, თითოეული ბავშვის უფლებათა ეფექტიანი დაცვის და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების მიზნით, მოგიწოდებთ ყველას: ნუ დაარღვევთ მოსწავლეთა უფლებებს, ნუ შეუშლით ხელს სკოლების ფუნქციონირებას და საგაკვეთილო პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვას“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება