მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმრთავენ ექსკურსიებსა და გასვლით ღონისძიებებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტივობით გამოირჩევა.
18 ოქტომბერს, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს გარდაბნის ტერიტორიაზე (ისტორიული კუხეთი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა - ქვის, ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის მრავალფეროვანი კოლექციები, საინტერესოა ქვის ხანის სამეურნეო და საბრძოლო იარაღების კოლექცია, ანტიკური პერიოდის კერამიკის ნიმუშები, გვიანი შუასაუკუნეების ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი, შუა საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა, სახელოსნო იარაღები, აქსესუარები, სამოსელი, ხელსაქმის ნიმუშები.
მოსწავლეები მუზეუმიდან ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას