მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრისა და ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ და ერთობლივ ღონისძიებებსაც ახორციელებენ.
ამჯერად, ხიზაბავრის საჯარო სკოლამ მირაშხანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ორივე სკოლის მოსწავლეებმა, უცხო ენათა კათედრის თაოსნობით (კათერდის თავმჯდომარე - ანი წიკლაური), პროექტი - „ტურისტული სააგენტო: ხიზაბავრა-მირაშხანი“ განახორციელეს.
მათ სასკოლო საზოგადოების წინაშე ინფორმაცია 6 ქვეყნის: საქართველოს, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთისა და საბერძნეთის შესახებ წარადგინეს. მოსწავლეებმა საკითხის შესახებ სხვადასხვა ენაზე ისაუბრეს.
მათ ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის ღირშესანიშნაობებზე, გასტრონომიაზე, კულტურასა და ადგილებზე, რომელთა დათვალიერებასაც სხვებს ურჩევდნენ. ბოლოს, სახალისო ვიქტორინაც მოეწყო, რომლის თემაც იყო უცხო სიტყვათა წარმომავლობა და მათი ქართული მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ უცხო ენათა კათედრამ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადსცა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას