სიახლეები
სიახლეები

რა პრინციპით ირჩევენ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დამკვირვებლებს
25-06-2018
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისაგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მეთვალყურეთა (დამკვირვებელთა) შერჩევა ხორციელდება შემდეგი პრინციპით - ყოველი წლის იანვარში მიმდინარეობს საატესტატო გამოცდებში ჩართული (მინიმუმ 1 წლის გამოცდილების მქონე) გარკვეული რაოდენობის მეთვალყურეთა გადამზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

იმისთვის, რომ საატესტატო გამოცდების მეთვალყურემ გაიაროს გადამზადება, აუცილებელია მან წინასწარ, მიმდინარე წლის ბოლომდე თავად გამოთქვას და დააფიქსიროს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეთვალყურედ მუშაობის სურვილი. ამის შემდეგ ეძლევათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ელექტრონულ ბაზაში. სამუშაოს საპეციფიკიდან გამომდინარე მეთვალყურის პოზიციაზე დასაქმებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სახელმწიფო ენა;
  • კომპიუტერული უნარები;
  • პიროვნული მახასიათებლები - კარგი კომუნიკაციური უნარები, ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება, პრობლემურ სიტუაციებთან გამკლავების უნარი, ასერტიულობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა, დაკვირვებულობა და ყურადღებისგადანაწილების უნარი, სტრესულ სიტუაციებში ემოციური სტაბილურობის შენარჩუნების უნარი.
სასურველი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ერთ-ერთი უცხოური ენის ცოდნა;
  • ჯგუფის მართვის გამოცდილება.

რაც შეეხება საატესტატო გამოცდებისთვის მეთვალყურეთა შერჩევას, იგი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს:

  • რეკომენდაციების მიღება და ანალიზი - მეთვალყურეთა კანდიდატების მოძიება ხდება უკვე არსებული თანამშრომლების (მათ შორის საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა გამოცდებში ჩართული დროებითი თანამშრომლების) მიერ გაწეული რეკომენდაციების საფუძველზე;
  • ტესტირება კომპიუტერულ უნარ ჩვევებში;
  • ზოგადი უანრების შესაფასებელი ტესტირება;
  • პიროვნული მახასიათებლების შესაფასებელი მეთოდიკა - ჯგუფური დინამიკისგანხილვა, რომელიც დაფუძნებულია სიტუაციის ანალიზზე (ე.წ. case study-ს მეთოდზე).
შერჩეული კანდიდატები დასაქმებამდე გაიდან ტრენინგების ორ ციკლს და ტრენინგზემიღებული პროფესიული ცოდნის შესაფასებელ ტესტირებას. 

ტრენინგების ორივე ციკლის გავლის შემდეგ (უშუალოდ), გამოცდების დაწყებამდე ტარდება ტესტირება, სადაც მოწმდება მომავალ მეთვალყურეთა ცოდნა - რამდენად ფლობენ ისინი გამოცდების სწორად ადამინისტრირების წესებთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ცოდნას.სწორედ ამ ტესტირების შემდეგ ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება - აპლიკანტის გამოცდებზე დასაქმება. ის კანდიდატები, რომლებმაც გაიარეს შერჩევის პირველი 4 ეტაპი, ტრენინგების ორივე სერია, მაგრამ ვერ ჩააბარეს საბოლოო ტესტირება, რჩებიან პოტენციურად დასასაქმებელ პირთა ბაზაში და მათი ხელმეორედ ტრენინგი ხდება შემდგომი კადრების დამატების საჭიროებისთანავე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება