მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს მასშტაბით მიმდინარე აქციებში, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეების ნაწილიც ჩაერთო, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში. აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ „მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და საზოგადოება პატივს სცემდეს და იცავდეს არასრულწლოვანების გამოხატვის თავისუფლებას“. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„არასრულწლოვანებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციებში, რაც გარანტირებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა კოდექსით. აღნიშნული უფლებები უზრუნველყოფს არასრულწლოვანების გამოხატვის, შეკრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თავისუფლებას.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება პატივს სცემდეს და იცავდეს არასრულწლოვანების გამოხატვის თავისუფლებას, შექმნას უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო ბავშვების უფლებების რეალიზებისთვის. სასწავლო პროცესში ბავშვების მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით სკოლის დატოვების სურვილის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს არასრულწლოვანის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს აღნიშნულის შესახებ.
დაუშვებელია პროტესტის გამოხატვისას არასრულწლოვანები გახდნენ გაკიცხვისა და მუქარის ობიექტები, ამასთან დაუშვებელია არაუფლებამოსილი პირის შესვლა სასკოლო ტერიტორიაზე ბავშვებისადმი საგაკვეთილო პროცესის დატოვების მოწოდებით და სასწავლო პროცესის ხელშეშლა.
მოვუწოდებთ საგანმანათლებლო დაწესებულებს დაიცვან ბავშვის უფლებები, უზრუნველყონ ერთი მხრივ უსაფრთხო და მშვიდი სასწავლო გარემო და მეორე მხრივ პატივი სცენ არასრულწლოვანების გამოხატვის თავისუფლებას.
ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ბავშვების უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებასა და ვალდებულებას.
სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის თითოეულ შემთხვევას და ყველა მათგანზე ექნება შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში“.
საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლების განცხადება - „დღეს დუმილი დანაშაულია“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.